Friday, May 10, 2013



1.       პროექტის სახელწოდება:  სახვითი ხელოვნების ჟანრები
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  სახვითი ხელოვნების ჟანრების შესწავლით (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი, ბატალური ჟანრი, ისტორიული ჟანრი, ანიმალისტური ჟანრი, რელიგიური ჟანრი, მარინისტული ჟანრი...) მოსწავლე შეძლებს მიაკუთვნოს სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარი სახვითი ხელოვნების შესაფერ ჟანრს, დამოუკიდებლად შეძლოს შექმნას მსგავს თემებზე საკუთარი ნამუშევარი
3.       პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებმა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები მიაკუთვნონ ტემატურად ჟანრებს და იმსჯელონ მათ მსგავსება-განსხვავებებზე.
4.       პროექტის მიზნები:  მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება. ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი. ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და  მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება, გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება; შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება.
პროექტის მთავარი მიზანია მოსწავლეებმა გაარჩიონ, ამოიცნონ და დაახასიათონ სხვადასხვა სახვითი ხელოვნების ჟანრები და მათთვის დამახასიათებელი თემატურობა...
5.       მონაწილეთა ასაკი:  IV კლასი
6.       ვადები/ხანგრძლივობა:  3 თვე
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები დაძლევენ და თავს გაართმევენ სახვითი ხელოვნების ჟანრების მსგავსება-განსხვავებების გარჩევას, ამოცნობას, დახასიათებას იქნება ეს მიწოდებული მზა მასალისას, თუ საგამოფენო გალერეების დათვალიერებისას. შექმნიან მსგავს თემატიკაზე ნამუშევრებს და მოაწყობენ გამოფენებს ჟანრების მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს  უკეთეს აღქმას და დამახსოვრებას.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მზა თვალსაჩინოება, ფორმატი, ფერადი ფანქრები, უბრალო ფანქარი, საშლელი, სათლელი ( ან საღებავები, ფუნჯი, წყლის ჭურჭელი)
9.     პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პროვოცირებას ვაკეთებ მინი - ლექციის  და პრეზენტაციის სახით თემაზე: სახვითი ხელოვნების ჟანრები.
მოსწავლეებს გავაცნობ თემას ეტაპობრივად, მსგავს თემებზე ნახავენ თვალსაჩინოებებს, შემდეგ თვითონ შექმნიან ნამუშევრებს, წარადგენენ კლასის წინაშე, იმსჯელებენ, მოიყვანენ მაგალითებს... ასე ეტაპობრივად გაეცნობიან სახვითი ხელოვნების ყველა ჟანრს.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შესაძლოა მსგავსი გაკვეთილები დავაკავშიროთ შემდეგ საგნობრივ ჯგუფებთან: ისტორიასთან, უცხო ენასთან. ლიტერატურასთან და ისტ-თან.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (სტანდარტი)
ს.გ.IV.1.  მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითად ელემენტები და  პრინციპები   ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.IV.2.   მოსწავლე  მიმართავს  სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლს მათ შესაძლებლობები.
ს.გ.IV.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი სახვ ნამუშევარში.
ს.გ.IV.11.  მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი.
ს.გ.IV.12 . მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინაარს სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
ს.გ.IV.13.   მოსწავლე იკვლევს  მის გარშემო არსებულ ხელოვნების ნიმუშებს.

ს.გ.IV.7.   ოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები და ისაუბროს მათში გამოხატულ იდეებზე და  გამოყენებულ მხატვრულ ხერხებზე.
ს.გ.IV.8.   მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  აშუალება.

11.   პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ქეთევან ჯავახიძე
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: keta85@Gmail.com